
ემზარ კვიციანის ახლობლებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს. აქციის ორგანიზატორმა ემზარ კვიციანის დამ ნორა კვიციანმა ხელისუფლებას დრო დეკემბრამდე მისცა.
„თუ პირველ დეკემბრამდე ემზარ კვიციანი არ გათავისუფლდება უპირობოდ, მე დავჯდები გმირთა მოედანზე გმირების მემორიალთან და ვილოცებ. სადაც მე ვიქნები, ეს აქციები ყველგან იქნება. ჩემი ძმა სასჯელს ქვეყნის სიყვარულისთვის იხდის“, - განაცხადა ნორა კვიციანმა.
აქციის მონაწილეები კვიციანის უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვენ. საქარტველოსი დაბრუნებულ ემზარ კვიციანს 12 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.