-
2014-11-20 12:42
ადვოკატი გიორგი ონიანი "ფეისბუქზე" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაზისუბანში, 92-ე საჯარო სკოლასთან უცნობი პირები ავტომატებისა და პისტოლეტების გამოყენებით ისროდნენ, რაზეც პოლიცია დუმს.
ონიანი როგორც ამ კონკრეტული შემთხვევის, ასევე ვაზისუბანში მომხდარი სხვა შემთხვევების გამოძიებასა და ცაზისუბნელთა უსაფრთხოების დაცვას ითხოვს და გუშინ მომხდარი სროლის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.
"გუშინ, 2014 წლის 19 ნოემბერს ვაზისუბანში 92-ე სკოლასთან იყო ეგრეთწოდებული ,,პერესტრელკა" ავტომატითა და პისტოლეტებით. ვაზისუბნის პოლიცია დუმს, მოვითხოვ სასწრაფოდ იქნეს გამოძიებული ეს საქმე და ვაზისუბნელების უსაფრთხოება იქნეს დაცული.
სამწუხაროდ წლების განმავლობაში ერთერთი მშვიდი უბანი იქცა ყველაზე საშიშ ადგილად თბილისში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კრიმინალები შესანიშნავად გრძნობენ თავს. მოვითხოვ გამოძიებულ იქნას როგორც ეს ფაქტი ასევე ცოტა ხნის წინ შს მინისტრის მოადგილის ბინასთან ავტომობილის აფეთქების, ასევე არჩევნების დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისის დაცხრილვის და ყველა სხვა გახმ,აურებული საქმე", - წერს გიორგი ონიანი.

