-
2014-11-19 11:06
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირმა ნ.-მ 2005 წელს კასპის რაიონის სოფელ ლამისყანაში, შურისძიების მოტივით, მაკაროვის სისტემის პისტოლეტით მოკლა მეგობარი მამაკაცი.
კვალის დაფარვის მიზნით, ირმა ნ.-მ გარდაცვლილი მისივე ავტომანქანაში დაწვა.
მას შემდეგ ირმა ნ. 2005 წლიდან დღემდე სხვადასხვა გვარ-სახელითპერიოდულად იცვლიდა საცხოვრებელს.
2005 წელს მომხდარი მკვლელობის საქმეზე ის შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა ხაშურში დააკავეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ირმა ნ.-ს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
http://rustavi2.com/