
კასპში აღმაშენებლის გამზირზე მაღაზიას თავს ერთი პირი დაესხა.
მან დანის მუქარით 300 ლარი წაიღო და მიიმალა.
ამ დროს მაღაზიაში მხოლოდ გამყიდველი იმყოფებოდა.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ძარცვის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
rustavi2