
აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა ქართველი კოლეგების დახმარებით საქართველოს 5 მოქალაქისგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, გიორგი გათენაძემ, თეიმურაზ კობახიძემ, მოგელი გელაშვილმა და ბაქოში მცხოვრებმა რაფაელ ხუბალაშვილმა გარიგების საფუძველზე საქართველოს მოქალაქის, ბორის მაჩაიძის გატაცების ინსცენირება მოაწყვეს.
დანაშაულებრივ სქემაში თავად გატაცებულიც იყო ჩართული და ჯგუფი გამოსასყიდის მიზნით მაჩაიძის მეუღლისგან 10 ათას აზერბაიჯანულ მანათს ითხოვდა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, “გატაცებულს” 3 დღის განმავლობაში კვალის დაფარვის მიზნით სხვადასხვა ადგილებში მალავდნენ. სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით არის აღძრული.
rustavi2