-
2014-06-02 15:30
"რუსეთთან მიერთების საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ დღეისთვის ამის ნაკლები შანსი შეიძლება იყოს, რადგან რუსეთს სხვა მიმართულებით უჭირს," - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ეტანიუსს“ განუცხადა.
მისივე თქმით, რუსეთს უკრაინის ფონზე არ უნდა აწყობდეს აფხაზეთში მოვლენების ასე განვითარება.
"რუსეთს ყირიმის მიერთების გამო, დასავლეთთან ურთიერთობა გართულებული აქვს და ამ ეტაპზე, წესით, მის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს კიდევ ერთი მსგავსი ფაქტი. თუკი უკრაინის თემა ჩაწყნარდება, მერე არაა გამორიცხული, რუსეთმა ეს ნაბიჯები გადადგას“.
„ეტანიუსი“