ვიდეოდან ამოღებულ ფოტოზე კუდის ყოფილი უფროსისა და მისი მეუღლის თბილი შეხვედრაა აღბეჭდილი. საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაია გირაოს ნაცვლად გაათავისუფლა.
მას ქვეყნის დატოვება ეკრძალება, ყოველ კვირაში კი პოლიციაში უნდა გამოცხადდეს. ახალაიას საქართველოში ექსტრადირების საკითხს საბერძნეთის სასამართლო ორ თვეში განიხილავს.