ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები იქ დასახლებულ ვაჰაბიტებთან წილში არიან.
„კულუარებში ამბობენ, რომ გარდაბანში ეთნიკური დაპირისპირება მწვავდება. როცა გამგებლად გეყოლება ამბაკო ავალიანისნაირები, რომლებსაც ერთი წიგნი არ აქვთ წაკითხული, კარგს რას უნდა ელოდო? ვაჰაბისტების გამოჩენაც ახალი ამბავი არ არის. არაერთხელ მითქვამს ხელისუფლებისთვის ამის შესახებ, მაგრამ ვინ მისმენს?! მაქვს ინფორმაცია, რომ პოლიციის მაღალი თანადბობის პირები შეკრული არიან ადგილობრივ ვაჰაბიტებთან და მათთვის შემოსული დაფინანსებიდან წილს იღებენ, ისევე, როგორც თავის დროზე პანკისში ხდებოდა“, - აცხადებს არეშიძე.
„კვირის პალიტრა“.