ზალკანიანის თქმით, მთავარია აფხაზეთში შექმნილი სიტუაცია, გალში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველებს არ შეეხოთ

Image

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის თქმით, ქართული მხარე, აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო, კოორდინირებულ საქმიანობას , რათა არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია. 

 


"აფხაზეთში შექმნილ ვითარებას ვაკვირდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო თანამეგობრობასთან. შიდა კლანური დაპირისპირება, რომელიც მიმდინარეობდა აფხაზეთში, დასრულდა იმით, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი გადადგა. ვაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ძალიან მჭიდრო, კოორდინირებულ საქმიანობას, რათა არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია. კერძოდ, ჩვენი მთავარი წუხილი იქითკენ არის მიმართული, რომ იქ შექმნილი სიტუაცია არ შეეხოს ეთნიკურად ქართველებს, რომლებიც გალში და მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი არჩევნები, რომელიც აფხაზეთში გაიმართება, არაკანონიერია.

"არც ერთი ე.წ. ხელისუფლება, რომელიც იქ იქნება არჩეული თუ დანიშნული, არ იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?