
,,ეს არსება ეტყობა ბავშვობაში " Рабыня Изаура"-ს უყურებდა,“– ასე გამოეხმაურა თბილისის უფლებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა პრემიერის იმ კომენტარს, სადაც ღარიბაშვილი ამბობს, რომ ,,ნაციონალები" პლანტაციებში უნდა ამუშაონ.
,,მიშა უნდა მოვიყვანოთ და ვამუშაოთ პლანტაციებში... ეგენი, ნაციონალები დავაგროვოთ და ვამუშაოთ.... კარგი იდეაა, გამასწორებელი სამუშაოები, მაგათ მოუხდებათ,“– განაცხადა პრემიერმა დღესგურიაში, მოსახლეობასთან შეხვედრისას.