CIA-ს ქართველი აგენტი დავით ჭავჭავაძე - 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

Image

5 ოქტომბერს გარდაცვლილი დავით ჭავჭავაძე წლების განმავლობაში CIA-ს (აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო) აგენტი იყო. ჭავჭავაძე თავისი სისხლით დაკავშირებული იყო რომანოვების სამეფო დინასტიასთანაც, რომელიც რუსეთს სამასი წლის განმავლობაში მართავდა.

 

დავით ჭავჭავაძის ცხოვრებისა და საქმიანობის, მისი მოღვაწეობის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ წერს.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ CIA-ში ის იბრძოდა ბოლშევიკების წინააღმდეგ, რომლებმაც რომანოვების დინასტია დაამხეს 1917 წელს.

 

„თავის მემუარებში ჭავჭავაძე წერდა, რომ თავს მოვალედ მიიჩნევდა, ებრძოლა საერთაშორისო კომუნიზმის წინააღმდეგ.

 

ის 1924 წლის 20 მაისს ლონდონში დაიბადა, სადაც კომუნისტური რეჟიმისგან დევნილმა მისმა ოჯახმა თავშესაფარი ჰპოვა. მამამისი მწერლობასა და მთარგმნელობას (ქართულიდან ინგლისურად) უთავსებდა ერთმანეთს.

 

მას შემდეგ რაც მისი სწავლება იალის უნივერსიტეტში შეწყდა, ის ომისშემდგომი ბერლინის არმიაში მსახურობდა, ბოლოს კი მეგობრის დახმარებით CIA-ის რიგებში ჩაირიცხა.

 

1966 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტის საავადმყოფოში მისი ვაჟი, მიხეილი იშვა და ნათელი შეიქნა, რომ მის გვარს მემკვიდრე გამოუჩნდა.

 

„როცა დედაჩემმა მიხეილის დაბადება გაიგო, "ვაშაო!" შესძახა და დაამატა, დინასტია გადარჩენილიაო“, - წერს ის მემუარებში.

 

"ვაშინგტონ პოსტის" მიხედვით მოამზადა ბექა ბერულავამ

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !