-
2014-11-09 23:28
ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო სასწავლებლის პროფესორის, რობერტ იოლკენის თქმით, მიმდინარეობს გამოკვლევები და აღმოჩენილია ახალი სახის ცოცხალი ვირუსები ადამიანის ორგანიზმში.
ვირუსის სახელია ქლოროვირუს ATCV-1
- ამერიკელმა მკლევარებმა ვერ დაადგინეს, რა გზით ინფიცირდება ადამიანი ამ ვირუსით;
- შესაძლოა, ადამიანები ამ ვირუსის მსხვერპლნი არაერთხელ გამხდარან, მაგრამ ექიმებმა მის შესახებ მხოლოდ ახლა შეიტყვეს;
- გამოკვლევებმა უჩვენა, რომ ეს ვირუსი ცვლის ტვინის უჯრედებს, რომელიც დაკავშირებულია ემოციებთან და მეხსიერებასთან;
- მეცნიერებმა პაციენტების 44 პროცენტს ვირუსი ყელში აღმოუჩინეს.
- ისინი, ვინც ვირუსის მატარებლები არიან, ინტელექტის კოეფიციენტის დასადგენად განკუთვნილ ტესტებს გაცილებით უარესი შედეგით ასრულებენ.
„ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ იმის გაშიფვრას, თუ რისი გაკეთება შეუძლია იმ ვირუსებს, რომელთაც თითოეული ჩვენგანი ატარებს. ეს ვირუსული ნაწილაკები სხვა ვირუსებისგან განსხვავებით, არ გვტოვებენ მას შემდეგ რაც დაგვაინფიცირებენ და განვკურნავთ, ისინი მუდმივად ინარჩუნებენ თავიანთ ადგილს ჩვენს ორგანიზმში და შეუძლიათ დამანგრეველი ეფექტის გამოწვევა", - ამბობს რობერტ იოლკენი.
მეცნიერების ეროვნულ აკადემიაში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ATCV-1 ვირუსს შეუძლია ტვინის უჯრედების შეცვლა.
"დეილი მეილის" მიხედვით