
"ბოსტონ ჰერალდის" ცნობით, ბოსტონის ტრანზიტულმა პოლიციამ დაადგინა იმ კაცის ვინაობა, რომელმაც სამშაბათს მეტროში მატარებლის მიერ მოკლულ ქალს მობილური მოჰპარა.
როცა ქალს მატარებელი დაეჯახა, მისი მობილური პლატფორმაზე დავარდა. ვიდეოდან კარგად ჩანს, რომ კაცი არეულობით სარგებლობს, ჯერ ტელეფონის აპარატს ფეხს აფარებს, მერე კი ირგვლივ ფრთხილად მიმოიხედავს და მობილურს ჩუმად იდებს ჯიბეში.
ჯოშუა გონსალესი პოლიციას პარასკევ საღამოს ჩაბარდა და მოპარული ნივთიც დააბრუნა. სავარაუდოდ, მას ქურდობის მუხლით დააკავებენ.