
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა პეტრე კვარაცხელია სასულიერო პირებისთვის მღვდელმსახურების შეწყვეტას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„რამდენი „გულშემატკივარი“ ჰყავს ეკლესიას. საკმარისია ერთი არასასიამოვნო (იქნებ სასიამოვნოც) შემთხვევა, მეყვსეულად მოდის ბოღმა და სიძულვილი.
ცოდვა შეუძლებელია გამართლდეს, მაგრამ ცოდვილი არ უნდა გაიწიროს. გადარჩენის შანსი სიკვდილამდე გვაქვს. ნუ გავიმეტებთ ერთმანეთს ჯოჯოხეთისთვის. ნუ დაველოდებით დასჯას, ჩვენი გულის მოსაფხანად. საშინელებაა ზურგს უკან ამდენი განსჯა და ქილიკი. განსაკუთრებით მღვდლების მიერ ერთმანეთის განკითხვა.
გული მტკივა. ყველამ თავი განიწმინდოს და რაც სხვაში არ მოსწონს, თავად გამოასწოროს. ისე არიგებთ საგზურებს სამოთხე-ჯოჯოხეთისკენ, ღვთის დანიშნულება გვეკარგება. შენიღბულ წმინდანებს, მონანული ცოდვილები მირჩევნია.
და საერთოდ, მუდამ სხვისი ცხოვრებით დაინტერესება, პირადულის უქონლობა მგონია, ან ჰეროსტრატეს სინდრომი“, - წერს მამა პეტრე.