„უთქვამს, იქიდან მკვდარს გამომიყვანთო და ასეც მოხდა“

Image

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სალიბაურში დატრიალებულ ტრაგედიაზე გარდაცვლილი მადონა დავითაძის ბიძაშვილი, ზაზადავითაძე საუბრობს.

 

 

მისი თქმით, მადონას სიკვდილის მიზეზი ოჯახში ძალადობაა.

 

„მადონას დეიდასთან ერთად ვაჭრობდნენ ბადრის მშობლები, იქ უნახავთ გოგო, მოსწონებიათ და ხელის სათხოვნელად ოჯახში მოვიდნენ. მაშინ მადონა 16 წლის იყო.  მეუღლე ცოლზე 10 წლით იყო უფროსი. ოჯახს არ უნდოდა პატარა ასაკში გოგოს გათხოვება, მაგრამ თავი არ დაანებეს.

 

ვაცხადებ, მადონას სიკვდილის მიზეზი ოჯახში ძალადობაა. გოგოს წამოსაყვანად სანათესავო პოლიციის თანხლებით 2 წლის წინ მივედით, მაშინ ორი შვილი ჰყავდა მადონას, ქალ-ვაჟი,   მაგრამ მისი წამოყვანა ვერ მოვახერხეთ,  გოგო დაშინებული იყო და უარი თქვა. თურმე ქმარი ძმისა და ოჯახის წევრების დახოცვით ემუქრებოდა. ნაცემიც გვინახავს. თავიდან ამას მალავდა.

 

დედამისი ატყობდა, რომ ცუდ დღეში იყო. ერთხელ სააბაზანოში შეჰყვა და თავისი თვალით ნახა, შვილს დალურჯებული რომ ჰქონდა ტანი. მაშინ გამოუტყდა მადონა, ყველაფერი უამბო.  იმ ოჯახში 6 წელი ფაქტობრივად წამებაში გაატარა. მადონა არ მალავდა, რომ ქმართან ერთად დედამთილი და მამამთილიც  შეურაცხყოფდნენ, ლანძღავდნენ.

 

ვერ დავიცავით მისი სიცოცხლე. თურმე აშინებდნენ, შვილებს არ განახებთო. ოჯახში მონასავით ჰყავდათ, ვირივით ამუშავებდნენ. რომ ჰკითხო, მორწმუნე ოჯახია, მაჰმადიანები არიან, მაგრამ მორწმუნე ადამიანი ასეთ რამეს ჩაიდენს? ჩვენც მაჰმადიანები ვართ.

 

ორი კვირის წინ ბიძაშვილის ქორწილში მოვიდა. სამი მცირეწლოვანი ბავშვით მოიყვანეს და დატოვეს. ქმარიც არ დარჩენილა ქორწილში. დათრგუნვილი იყო, ეტყობოდა, რომ დატანჯული იყო. გულში იკლავდა დარდს. ბიძაშვილისთვის უთქვამს, იქიდან მკვდარს გამომიყვანთო და ასეც მოხდა.

 

სიმართლე პოლიციამ უნდა გაარკვიოს. როცა მივედით, მადონა საწოლზე ესვენა, ამ მდგომარეობაში დახვდა თურმე პოლიციასაც. ..  შეიძლება ცემის დროს შემოაკვდათ და შემდეგ გაითამაშეს თვითმკვლელობის სცენა. კარადაში ადამიანმა თავი როგორ უნდა ჩამოიხრჩოს? საინტერესოა, პოლიციას შემთხვევიდან საათ-ნახევრის შემდეგ რატომ შეატყობინეს? ესეც აჩენს კითხვებს, ამდენი ხანი რას აკეთებდნენ? რა კვალს შლიდნენ?

 

შარაშიძეების ოჯახი მადონა დავითაძეზე ძალადობას გამორიცხავენ, თუმცა, ვერ ხსნიან, რატომ მოიკლა თავი.

 

სისხლის სამართლის  საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. მალე ექსპერტიზის შედეგი გახდება ცნობილი. ძალოვანებმა უკვე დაჰკითხეს დაღუპულის ოჯახის წევრები, გამოძიება გრძელდება.

kvirispalitra.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !