
რუსული კომპანიის კუთვნილი მატარებელი „ოქროს არწივი“ საქართველოში ისე შემოვიდა, რომ მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არც საქართველოს რკინიგზას გააჩნია და არც ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს.
Freshnews-ი ტურისტული ჯგუფის მარშრუტით დაინტერესდა, თუმცა საქართველოს რკინიგზას კონკრეტული პასუხები არ აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ ტურისტულ მატარებელს რუსეთის რკინიგზის თანამშრომლები ჩამოყვნენ, რომლებმაც შემდგომში შესყიდვის მიზნით, საქართველოს რკინიგზის ტექნიკური შესაძლებლობები შეისწავლეს.