
ცეკვავენ ვარსკვლავების“ ამ ტურში მარიამ სანოგოსთვის პარტნიორობა ისევ რეზიკო რობაქიძეს უნდა გაეწია.
რეზიკო პირველ ტურში კიბიდან უხერხულად ჩამოვარდა და ტვინის მძიმე შერყევა მიიღო. მას ექიმებმა ორკვირიანი წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს.
წინა ტურში რობაქიძე უკრაინელმა ქორეოგრაფმა შეცვალა, თუმცა, მას შემდეგ რაც ისინი პროექტიდან წავიდნენ, მარიამი მეწყვილეს გარეშე დარჩა და მიუხედავად იმისა, რომ რეზიკოს წოლითი რეჟიმი ჰქონდა, მან ცეკვა მაინც გადაწყვიტა.
თუმცა პროექტის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ისევ ცუდად გახდა.
რეზიკოს განმეორებითი ტრავმის შესახებ, მარიამმა პროექტის დაწყებამდე დააანონსა.
„SOS!!! რეზიკომ ხელახალი ტრავმა მიიღო. ახალი მეწყვილე მყავს ისევ, რომელთანაც სულ ერთხელ გავიარეთ რეპეტიცია. დამეხმარეთ, დამიმესიჯეთ, 95101 გთხოვთ!!! დიდი მადლობა წინასწარ,“ - წერდა მარიამ სანოგო.
http://primetimenews.ge/