
ჟურნალისტი ტელეკომპანიიდან წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს.
გადაცემის პროდიუსერის ირაკლი აბსანძის ინფორმაციით, ტრაპაიძემ გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ერთ-ერთ მფლობელთან, კოტე გოგელიასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.
აბსანძის თქმითვე, დიანა ტრაპაიძის გარეშე სუბიექტური აზრი ეთერში ვერ გავა, ისე როგორც გადიოდა.
„ჩვენ ჯერ განცხადება არ დაგვიწერია, მაგრამ არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები.
ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები არ ყოფილა. ერთადერთი ის ვიცით, რომ დიანას გარეშე გადაცემა ეთერში ვერ გავა", - ამბობს აბსანძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში.