მოსკოვში გამართულ თბილისობაზე ქართველი მომღერლების მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას თეონა კონტრიძე გამოეხმაურა.
„რა პრობლემაა მოსკოვში სიმღერა, მართლა ვერ ვხვდები.
მოსკოვი რა, პუტინის პირადი ქალაქია? ედით პიაფი მღეროდა დაპყრობილ პარიზში ფაშისტების წინაშე.
დავსვათ მაშინ მომღერლები სახელმწიფო პენსიაზე, რომ რამით მაინც ირჩინონ თავი...
ორმაგი კი არა, საქართველოში ოთხმაგი სტანდარტებია!
ანუ მე ვუმღერი რუსულ პუბლიკას, ანუ მტერს?
კონცერტი ჩატარდა რესტორანში ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის“, - წერს კონტრიძე.