
ერეკლე დეისაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ირმა ინაშვილმა მისი მოსაზრება „მოიპარა“ და „რუსთავი 2“-ზე გაავრცელა.
„გუშინ ირმა ინაშვილმა „რუსთავი 2“-ზე ჩემი მოსაზრება გააჟღერა - ,,ქართულ ოცნებას” ურჩევნია, მთავარი ოპოზიციური ძალა ისევ „ნაცმოძრაობა“ ჰყავდესო, რადგან იცის ხალხის დამოკიდებულება ამ გუნდის მიმართ და ასე ადვილად გადის ფონსო.
პინგ-პონგია, მეორე წელია და არაფერი კეთდება, „ქართული ოცნება“ კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლას ვერ გასცდა, ხალხს არ ელაპარაკებიან, ღმერთს ელაპარაკებიან.
არადა ღმერთს არ აურჩევია ისინი, ხალხმა აირჩია“, - წერს დეისაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
ერეკლეს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გოგა ხაჩიძე გამოეხმაურა.
გოგა ხაჩიძე: „გუშინ ირმა ინაშვილმა „რუსთავი2“-ზე ჩემი მოსაზრება გააჟღერა“ - ვამაყობ შენით”.
ერეკლე დეისაძე: სწორი თქვა გოგა, მეც ვამაყობ ჩემი მოსაზრებით, ოღონდ ინაშვილი თუ თქვენი გუნდის ნაცვლად, მთავარ ოპოზიციურ ძალად, საკუთარ გუნდს გვთავაზობს, იგივე სურათს მივიღებთ, ან უფრო უარესს.
გოგა ხაჩიძე: ჰო, „ნაციონალური მოძრაობა” და ირმა ინაშვილის გუნდი თითქმის ერთნაირი პოლიტიკური ძალაა. აგერ უკვე შენი მეორე მოსაზრებით ვამაყობ. ვამაყობ ბზშ...