
სახალხო კრების წევრი ლაშა ამირეჯიბი აცხადებს, რომ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობაში დეპუტატები არ უნდა ერეოდნენ.
„ირაკლი ღარიბაშვილს აქვს იმდენი მარიფათი და საშუალება, რომ მარგველაშვილს პასუხი გასცეს.
არ არის საჭირო ამდენი ვაზელინწასმული დეპუტატი და ხელისუფლების სხვადასხვა შტოებიდან დახმარება, ვითომ ირაკლის პატივისმცემელი დეპუტატები ისე უნდა მოიქცნენ, რომ სიტუაცია განიმუხტოს.
ესენი ცეცხლზე ნავთს ასხამენ, არ არის ირაკლი ის კაცი, პასუხი ვერ გასცეს ვინმეს და რამე შეარჩინოს“, - აცხადებს ამირეჯიბი.
„ალია“