
პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა ამჟამად საკუთარ ბიზნესს უძღვება, თუმცა გაცილებით სერიოზული გეგმები აქვს.
„სასჯელაღსრულების სისტემაში ბიზნესიდან მოვედი, მქონდა ჩემი ბრენდი, რომელიც საკმაოდ წარმატებული გახლდათ.
ეს იყო პირველი ბეწვეულის ხაზი საქართველოში, რომლის მთელი კოლექციაც გაიყიდა.
ახლა ისევ ბიზნესში ვარ და საკმაოდ კარგად ვგრძნობ თავს. სულ ვამბობ, რომ ქალებმა უფრო ყაირათიანად იციან ფულის ხარჯვა, ქალს ყოველთვის აქვს „შავი დღისთვის“ გადანახული რაღაც დანაზოგი, რაც არა აქვს მამაკაცს.
ქალები გაცილებით წინდახედულები არიან, ამიტომ, დღეს სალონიდან დაწყებული, მაღაზიით დამთავრებული, საქართველოში ყველაფერს ქალები უძღვებიან.
ამავე დროს, უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და ვფიქრობ, კარგი პარლამენტარი ვიქნები“, - აცხადებს მოროშკინა.
„გზა“