
ნიკა ალასანია სამხედრო სავალდებულო სამსახურში ზაფხულში გაიწვიეს.
მაშინ ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ უფროსმა ვაჟმა მას ფიცის დადებაზე მისვლა აუკრძალა და ამის გამო ძალიან წუხდა.
თუმცა იმედსაც გამოთქვამდა, რომ მანამდე მისი შვილი აზრს შეიცვლიდა.
როგორც ჩანს, დედის იმედი გამართლდა - ნათია და ირაკლი შვილის მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალზე „დაუშვეს“.