
გავრცელებული ინფორმაციით, ლიკა ლაბაძე ამერიკაში სასწავლებლად გაემგზავრა.
ჯერჯერობით ერთი წლით, თუმცა შესაძლოა, უფრო მეტ ხანსაც მოუხდეს დარჩენა. ლიკა უკვე ნიუ-იორკშია და სწავლას შეუდგა. შესაბამისად, „იმედის დილა“ მის გარეშე დარჩა.
„იმედის დილის“ მთავარი პროდიუსერი რუსიკო ყურაშვილი ადასტურებს ლიკას ამერიკაში სასწავლებლად წასვლის ინფორმაციას;
„ლიკა ძალიან ნიჭიერი გოგონაა, დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც, ვფიქრობ, ამერიკაში კარგ მიმართულებას მისცემენ. იმედი მაქვს, დაბრუნდება საქართველოში და ფეხზე დამდგარი ჟურნალისტი იქნება,“ - აღნიშნა მან.
„რეიტინგი“