
განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ივანე კიღურაძის განმარტებით, ფულადი ჯარიმა იმ პირის ან კომპანიის მიმართ დაწესდება, რომელიც სახელმწიფო ენის კანონის მოთხოვნას არ დაემორჩილება.
„სადამსჯელო ღონისძიება ძირითადად გაფრთხილებაზეა ორიენტირებული.
თუ რომელიმე კომპანია არანორმალური, ოდიოზურია და პირველ გაფრთხილებას არ დაემორჩილება, ამის შემდეგ გარკვეული საჯარიმო თანხებია განსაზღვრული, რომელიც 100 ლარს არ სცილდება.
თუმცა დარწმუნებული ვარ, პირველივე გაფრთხილებაზე მოთხოვნას ყველა გაითვალისწინებს.
ამ მხრივ ლატვიაში 11 სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიება არსებობს, რომელიც ურჩი კომპანიის კოლოსალური თანხებით დაჯარიმებას გულისხმობს.
რაც შეეხება ენის პალატას, ის მართლაც ეფექტურად მუშაობდა. ყველას კარგად გვახსოვს სარეკლამო ვიდეორგოლებიც: „შეცდომაა, სწორია“. არ ვიცი, ახლა მუშაობა რა მეთოდით გაგრძელდება, მაგრამ ყველაფერი დაიხვეწება“- განუცხადა „ვერსიას“ კიღურაძემ.