
რუსეთში მოღვაწე ქართველმა შემსრულებელმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც იგი „აიფონ 6“-ს ამსხვრევს.
„ეს მონსტრი პირველად მე გამიჩნდა და დამიჯერეთ, ეს ნამდვილი ბოროტებაა.
მე და ჩემი მეგობრები ერთად ვიკრიბებით და ცხვირი სულ სმარტფონებში გვაქვს ჩაყოფილი.
მინდა ვირტუალურობას ასე შევებრძოლო.
რეალობა გაცილებით უკეთესია, ვირტუალური სამყარო კი სისულელე. ამას ახლავე დაგიმტკიცებთ”, - ამბობს ირაკლი ფირცხალავა.