
„Associated Press“-ის ინფორმაციით, მზეზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი პლაზმური ღრუბელი დედამიწას უახლოვდება.
სააგენტოს ცნობით, ძლიერი აფეთქების მიუხედავად, პლაზმური ღრუბლები დედამიწაზე სერიოზულ პრობლემებს არ გამოიწვევს.
აშშ-ს კოსმოსური ამინდის პროგნოზის ცენტრის განცხადებით, ღრუბლის დიდი ნაწილი დედამიწას გვერდით ჩაუვლის, თუმცა მცირე მაგნიტური ქარიშხალი 14 სექტემბრისთვის მაინც მოსალოდნელია.
news.ge