
ყოფილი ფეხბურთელის თქმით, მეუღლის სახელით არასდროს უსარგებლია.
„პატრული თუ მიცნობს, მიშვებს, თუ ვერა, არასდროს ვამბობ, ჩემი ცოლი ვინ არის.
ხანდახან ღვედის გადაჭერა მავიწყდება და ამაზე მაჯარიმებენ, უფო მეტად კი – ტელეფონზე საუბრისთვის.
როგორ შეიძლება ადამიანი შეაწუხო 10-20 ლარიანი ან თუნდაც 100-ლარიანი ჯარიმის გამო? მე თუ არ დავიცავი კანონი და რამდენჯერაც პატრული გამაჩერებს, იმდენჯერ ჩემს ცოლთან დავრეკე და ყველა ასე მოიქცეს, მაშინ ანარქია იქნება.
ცხოვრება ისეა მოწყობილი, ხან მაღლა იქნები ხანაც – დაბლა. არ მინდა, ისეთი ადამიანის სახელი მქონდეს, რომელიც ცოლის სახელით სარგებლობს.
ღმერთმა ქნას, 100 წელი ვიყოთ მე და ნინო ჩვენს სამსახურებში, მაგრამ როცა ასე აღარ იქნება, არ მსურს, ჩემკენ ვინმემ თითი გამოიშვიროს, ესენი მაშინ ასე იქცეოდნენო.
პირიქით, როცა ვიცი, რომ ჩემი მეუღლე ასეთ სამსახურშია, უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, კანონთან და საპატრულო პოლიციასთან ორმაგად თავაზიანი ვარ.
ნინო ჩემზე მეტად კანონმორჩილი მძღოლია, ის საჭესთან ტელეფონზეც არ საუბრობს, საჭიროების შემთხვევაში ყურსასმენით სარგებლობს“, - აცხადებს ბურდული „სარკესთან“ საუბრისას.