
როგორც მომღერალი ამბობს, მას და მის შეყვარებულს ინკოგნიტო არაკეთილმსურველებმა სოციალური ქსელით ტყული ინფორმაციების მიტან-მოტანით აურიეს ურთიერთობა.
„ის ამერიკაში იყო და სწერდნენ, რომ მე აქ სხვებთან მხედავდნენ. მე კი მასზე მწერდნენ უარყოფით ინფორმაციებს.
ამის მერე სულ ვამბობ, რომ პირადი ცხოვრება საჯარო არ უნდა გახადო და სხვას არ უნდა დაანგრევინო ის, რაც აწყობილი გაქვს. ბოროტი ადამიანების გამო, მე და ზურამ ერთმანეთს ძალიან ვატკინეთ გული, ჩვენი სიყვარული ვერ დავიცავით.
ამ მხრივ სოციალური ქსელი ძალიან სახიფათოა. 3 წელი ერთად ვიყავით, მაგრამ მანძილი ბევრ რამეს წყვეტს. როცა გინდა, საყვარელ ადამიანს რაღაც მოუყვე, აუხსნა, ამას სოციალური ქსელით და „სკაიპით“ ვერ მოახერხებ.
შეიძლებოდა მეც წავსულიყავი ამერიკაში, მაგრამ ვიფიქრე, რომ პირველ რიგში, აქ უნდა გამეკეთებინა რამე და მერე მეფიქრა იქ წასვლაზე.
როცა ამბობენ, რომ მეგობარი გაჭირვებაში იცნობა, ასე არაა, ნამდვილი მეგობარია ის, ვისაც შენი წარმატება და ბედნიერება უხარია, თორემ გაჭირვებაში უცნობიც დაგიდგება გვერდით. ახლა ჩემი და ზურას შერიგება გამორიცხულია, აღარ გამოვა!
მას უკვე თავისი პირადი ცხოვრება აქვს. ჩემი და ზურას ოჯახის წევრები ცდილობდნენ, ერთად ვყოფილიყავით, მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ასე ვეღარ იქნებოდა“, - აცხადებს მარიტა როხვაძე.
„სარკე“