
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, „წითელას“ გავრცელება წელსაც მოსალოდნელია, ამიტომ ბავშვების აცრა აუცილებელია.
„ამას ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებდით, უბრალოდ, ახლა ეს დაავადება უფრო გავრცელდა და ამიტომ ვთხოვთ სკოლებს, მეტი ყურადღება მიაქციონ იმ ფაქტს, რომ ბავშვები იყვნენ აცრილები...
ეგრე ნუ უყურებთ ამ დაავადებას, ჩვენ სიკვდილიანობაც გვქონდა, დაახლოებით, ათასიდან ერთს კლავს და ეს ის დაავადებაა, როცა საკმარისია ერთი კაცი შევიდეს ხალხით სავსე ოთახში, დააცემინოს და ყველა დააავადოს.
ვისაც გადატანილი აქვთ და არ იციან, ხელმეორედ ამით დაავადების ძალიან მცირე ალბათობაა.
„წითელას“ სეზონი „კაკრას“ ახლაა. ზაფხულში როგორც წესი ეს დაავადება არ გვხვდება.
მისი სეზონი იწყება შემოდგომაზე და მთელი ზამთარი გრძელდება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.
„ალია“