
თბილისის ზოოპარკის ადამინისტრაცია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ზოოპარკის ბინადარი ლომების ფოტოს ავრცელებს.
„კარგი ფოტოს გადაღებასაც იღბალი უნდა... საჭირო მომენტში, საჭირო ადგილას აღმოჩენა ყოველთვის არაა ადვილი.
შეიძლება მთელი კვირა ლომების ვოლიერთან იყო ჩასაფრებული, მაგრამ ასე, ერთად, ერთ ტახტრევანზე წამოწოლილი და ერთმანეთის ფერებით გართული სამეფო ოჯახით ტკბობის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მაინც არ მოგეცეს...
ამიტომ სიამოვნებით გიზიარებთ ამ მშვენიერ კადრებს. მაშ ასე, შეაფასეთ ჩვენი თეთრი ლომების გვირგვინოსანი პრაიდის ოჯახური პორტრეტი:
სემუელი - ულამაზესფაფრიანი, უკეთილშობილესი ხელმწიფე, კლეოპატრა - მოსიყვარულე და ალერსიანი დედა-დედოფალი და მათი 3 უსაყვარლესი ნაშიერი - 2 ახტაჯანა მეფის ასული და 1 ცელქი უფლისწული”, - წერენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები.