
„ქრონიკა“ იმ დეპუტატთა სიას აქვეყნებს, რომლებიც 2014 წლის იანვრიდან, ამავე წლის ივნისის ჩათვლით, ყველაზე ხშირად აცდენდნენ სხდომებს.
კოალიციიდან:
1. კვაჭანტირაძე ზვიად - 4 უმიზეზო გაცდენა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი არა, ღმერთმა არ იცის, სად იმყოფებოდა 5, 6, 7 მარტს და 16 მაისს.
ამის შემდეგ გამოვა ბატონი ზვიადი და დაიწყებს დიდაქტიკურ მსჯელობას ქვეყნის მომავალზე.
დეპუტატი რომ 4 დღე გაქრება სამსახურიდან, ის ვერანაირ ქვეყანას ვერ ააშენებს.
2. მაღრაძე გუგული - ასევე 4 არასაპატიო გაცდენა. სამსახურიდან გაიპარა 5, 6 თებერვალს და 7, 19 მარტს.
3. საგანელიძე დავით - 4 არასაპატიო გაცდენა. დაკარგული იყო 22, 23, 24 იანვარს, ასევე 16 მაისს.
4. ყეინიშვილი ნანა - 5 არასაპატიო გაცდენა. იმალებოდა 5, 6, 7 მარტს, 30 აპრილს და 14 მაისს.
5. ხაბელოვი ლერი - 5 არასაპატიო გაცდენა. ასევე, დაკარგული იყო 5, 6, 7 მარტს. ასევე, 21 მარტს და 16 მაისს.
6. ჯაფარიძე ვიქტორ - 4 არასაპატიო გაცდენა. დაითესა 23 იანვარს, 30 აპრილს და 1-2 მაისს.
7. თოფაძე გიორგი - 3 არასაპატიო გაცდენა. ესეც დაკარგული იყო 1-2 და 14 მაისს.
ახლა კი "ნაციონალების" გაცდენებზე...
1. გოგორიშვილი ხათუნა - 4 არასაპატიო გაცდენა. კოალიციის წევრებთან ერთად დაკარგული იყო 5, 6, 7 და 21 მარტს.
2. დარჩიაშვილი დავით - 4 არასაპატიო გაცდენა. ამათთან ერთად იმყოფებოდა 6-7 მარტს. შემდეგ კი გაქრა 21 მარტს და 4 აპრილს.
3. ვაშაძე გიორგი - 5 არასაპატიო გაცდენა. 5, 6, 7, 19 მარტი, ასევე 21 თებერვალი.
4. თარგამაძე გივი - 5 არასაპატიო გაცდენა. 7 მარტს შეურბინა კამპანიას. მანამდე კი, იანვარში, უკრაინაში იყო გაპარული.
5. ნიკოლაიშვილი რამაზ - 12 არასაპატიო გაცდენა. იანვარში დაიწყო გაცდენების სერია და 25 მაისამდე არ გამოჩენილა.
6. საჯაია მარიამ - 15 არასაპატიო გაცდენა. მარტიდან მაისამდე არც ერთ "გაკვეთილს" არ დასწრებია. ეს ის პერიოდია, როცა ამერიკაში წავიდა სასწავლებლად.
7. ცისკარიშვილი პეტრე - 6 არასაპატიო გაცდენა.
8. ვერულაშვილი მარიკა - 14 არასაპატიო გაცდენა. საერთოდ არ უვლია პარლამენტში იანვარ-თებერვალ-მარტსა და მაისში.
9. ბეჟუაშვილი დავით - 7 არასაპატიო გაცდენა.
პარლამენტში ყველაზე ბეჯითი მოწაფეები არიან (უმრავლესობიდან) სოსო ჯაჭვლიანი და (უმცირესობიდან) აკაკი ბობოხიძე, თითო არასაპატიო გაცდენით.