
24 წლის ინგლისელმა ანაბელ უილიამსმა, რომელსაც ექიმებმა თანდაყოლილი დეფექტი აღმოუჩინეს და მომავალი ორსულობის გარანტია ვერ მისცეს, სამი ტყუპისცალი გააჩინა.
ანაბელს პირველი დაორსულებიდან 4 თვეში მუცელი მოეშალა, რაც სწორედ იმ იშვიათი თანდაყოლილი დეფექტის მიზეზით მოხდა, რომელმაც ასეთი ტრაგიკული დასასრული გამოიწვია.
სანამ ექიმები მსჯელობდნენ, თერაპიის რომელი მეთოდები აერჩიათ პაციენტისთვის, ანაბელმა იგრძნო, რომ ისევ ორსულად იყო.
გადაწყვიტეს, დრო მიეცათ ნაყოფისთვის და რაოდენ დიდი იყო მათი გაოცება, როცა სამი გულისცემა გაიგონეს მუცელში. სამი ტყუპის გაჩენა წინასწარ ჰორმონალური პრეპარატების მიღების გარეშე საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა.
სტატისტიკურად ასეთი რამ შეიძლება ერთხელ მოხდეს ასი მილიონი ორსულობიდან.
ბიჭები, ჯეკსი, ჯესი-ჯეიმსი და ჯოი ორსულობის 28-ე კვირას გაჩნდნენ, საკეისრო კვეთით.
თითოეული ერთ კილოგრამზე ოდნავ მეტს იწონიდა. დაბადებისთანავე სპეციალურ ინკუბატორში მოათავსეს, თუმცა 8-9 კვირის შემდეგ პატარები უკვე კარგად წამოიჩიტნენ და შინაც გაუშვეს.
მოულოდნელად მრავალშვილიან მშობლებად გარდასახული ანაბელი და ჯეიმსი აღიარებენ, რომ გვარიანად იღლებიან – სამი ბიჭის მოვლა არც ისე ადვილია.
ძვირადღირებული მანქანა შვიდადგილიანი კომფორტული მანქანით შეცვალეს – ტყუპს მეტი ადგილი სჭირდება.
თუმცა ამ იძულებითი ცვლილებების მიუხედავად, წყვილი აღიარებს, რომ ძალიან ბედნიერი არიან და ასეთ დიდ საჩუქარს ღმერთისგან ნამდვილად არ ელოდნენ.
mshoblebi.ge