
მსახიობი ია სუხიტაშვილი ბოლო დროს მომხდარ მკვლელობებზე საკუთარ აზრს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე აფიქსირებს.
„მთლიანად შეძრული ვარ, რაც ერთი კვირის განმავლობაში ხდება ჩვენს ქვეყანაში. ამდენი მკვლელობა, ეს ხომ შოკისმომგვრელია.
რაღაც არის კანონმდებლობაში შესაცვლელი, რაც გააჩერებს ყველა პოტენციულ მკვლელს და ხელს ააღებინებს მკვლელობის ჩადენისგან, და ყველას გთხოვთ ნუ ვიქნებით ბოროტმოქმედნი, ნუ ჩავიდენთ ისეთ სისასტიკეს, რასაც კაცის კვლა ჰქვია, ან ვინ მოგვცა ჩვენ ამის უფლება, ნუთუ შეიძლება, დედები ასე გაამწაროთ, ბავშვები დააობლოთ, ქალები დააქვრივოთ, მოდით გონს ყველა.
ენა იმიტომ მოგვცა ღმერთმა, რომ გამოსავალი მოვძებნოთ ლაპარაკით. არ ვიცი, რა ვქნა ან რა დავწერო. ორი ადამიანი კოშა და დაჩი ჩემი ოჯახისთვის ახლობლები იყვნენ. ძალიან მწყდება გული.
ღმერთს ვთხოვ, მეტი სისასტიკე აღარასოდეს მომხდარიყოს. კიდევ უფრო იმაზე მწყდება გული, რომ მკვლელების თვალში იოტისოდენა სინანულსაც ვერ ვხედავ'', - წერს ია სუხიტაშვილი „ფეისბუქზე“.