
გუშინ ინტერნეტსივრცეში დასაქმებასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფუნქციონირებას იწყებს „უმუშევართა დასაქმების სააგენტო“, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასაქმების პრობლემის გადაჭრის ხელშეწყობაა.
„ალიას“ სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი იოსებ ღვარძელაშვილი ესაუბრება.
„გვაქვს ძირეული პროექტი, რაც მცირე სასტარტო ბიზნესის ხელშეწყობას გულისხმობს. პროექტი 2009 წელსაა დაწერილი. მოსახლეობა ბიზნეს-იდეებით მოდის. მათ ვუსმენთ და თუ კარგი პროექტი აქვთ, ვეხმარებით საქმიანობის დაწყებაში.
ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ გავაკეთეთ მიმართვები და ყველა სახელმწიფო ინსტანციას მივმართეთ, რომ ეს პროექტები დაფინანსებულიყო... ზუსტი გათვლები გვაქვს. კვლევები ჩავატარეთ, დასაქმების მსურველი, რომ ქალაქის ერთი თავიდან ქალაქის მეორე ბოლოში მოვიდეს, რეალურად მეტ თანხას დახარჯავს, ვიდრე 1 ლარია.
ამ თანხიდან კი, ჩვენამდე, მხოლოდ 40 თეთრი აღწევს. ეს თანხა სააგენტოს მომსახურე პერსონალის ხელფასებში დაიხარჯება. კანონს არ ვარღვევთ. სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის, 25-ე ნაწილში გაწერილია, რომ არასაწარმეო-არაკომერციულ იურიდიულ პირს აქვს უფლება კომერციული საქმიანობისა, თუ ამ მოგებას მოახმარს ორგანიზაციის მიზნებსა და საქმიანობას...
მიმართვები გადავაგზავნეთ 2 კვირის წინ, 10 სამუშაო დღე უკვე გასულია, მაგრამ ვაკანსიების მოძიებას დრო სჭირდება და იმედი მაქვს, ამიტომ აგვიანებენ პასუხს. მაგრამ თუ სხვა რამ აჩერებთ მათ, მაშინ ამ დღეებში ბრიფინგს გავმართავთ და ასე „ვუმკურნალებთ“ მათ. ოფისი არ გვაქვს, ოფისის გარეშე ვაკეთებთ ამ საქმეს.
ბრიფინგი რომ ვახსენე, აი, იმ ბრიფინგის შემდეგ ველოდებით სპონსორის მხრიდან დაფინანსებას, მეგობარი ადამიანია და ის მოგვცემს ოფისის ფულს. იმ „მეგობარ სპონსორს“ არანაირი ინტერესი არ ამოძრავებს, ისე უბრაოლოდ...
გვინდა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა იყოს“, - განუცხადა „ალიას“ ღვარძელაშვილმა.