-
2014-09-04 14:11
ვანის რაიონში მომხდარმა ყაჩაღობამ, რომლის დროსაც დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი აწამეს, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
პატარა ბიჭუნას უთოთი დამწვარი ხელების ხილვამ ადამიანებში დაუცველობის განცდა დააბრუნა და ძველი დრო მოანატრა.
ია ფარულავა, მსახიობი:
„როდემდე.... როდემდე... ამის ატანა აღარ შეიძლება !!!!!!!! SoS!!!!!!! ვინმემ შეაჩეროს ეს „ბეზპრიდელი“. დააბრუნეთ ადრინდელი „შიშის სინდრომი“. მირჩევნია - ყველას გვირჩევნია!"
ტარიელ სუარი, მუსიკოსი:
„რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ვცხოვრობდეთ, გარეთ გამოსული კრიმინალების 18% რომ ისევ ციხეში ბრუნდება, ამის შესახებ მგონი ბავშვმაც კი იცის. შესაბამისად, თუ 100 კაცს გაუშვებ, იქიდან 18 დანაშაულს იმეორებს. შესაბამისად 1000-ზე 180.
საინტერესოა კიდევ რამდენი აპირებს უკან მიბრუნებას და ვისი სიცოცხლის ხარჯზე. უცნაურია, მაგრამ მძიმე დამნაშავეების შეწყალება, როგორც ვხედავ, მხოლოდ საქართველოშია მოდაში".
გოგა ხაჩიძე, პარლამენტარი:
„ეს ბავშვი გუშინ დააუთოვეს ვანში. ჩემდა თავად „გაგებით მომკიდებლის“.
თამარ ჩერგოლეიშვილი, ტელეწამყვანი:
„მთავრობის სრული იმპოტენციის შედეგი“.