
ანი ელიეშვილი ბაკურიანში სამ შვილთან, ძმასთან და მის ოჯახთან ერთად ისვენებდა.
ერთ-ერთი ვერსიით, ანის აუზში ჩასვლისას გულის შეტევა დაემარტა და ამის გამო გარდაიცვალა.
თვითმხილველთა თქმით კი, ანის გარდაცვალება საცურაო აუზში ელექტროსადენების არასწორმა მონტაჟმა გამოიწვია.
„ანის ძმა აუზიდან რამდენიმე წუთის ამოსული იყო, შხაპის მისაღებად გავიდა, როცა დაბრუნდა დაინახა, რომ ბავშვებს ლურჯი ფერი ჰქონდათ და კანკალებდნენ, ჯერ ერთი ამოიყვანა წყლიდან და მერე მეორე, ანის გადარჩენა კი ვერ შეძლო", - განაცხადა გარდაცვლილის მეგობარმა.
ახლობლების თქმით, იმ დროს საცურაო აუზში ანის და ბავშვების გარდა არავინ ყოფილა, გარდაცვლილის შვილს მომხდარის გამო ფეხი აქვს დაზიანებული.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებს გარდაცვლილის ოჯახი.
რა მოხდა „ვილა პარკში“, ამის თაობაზე არც სასტუმროს ხელმძღვანელობა საუბრობს.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ambebi.ge