
ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში უძველესი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ლამაზ კაბასა და ვარცხნილობაში გოგონა პოზირებს.
თუმცა, ნანიკო ხაზარაძის ფოტოზე მინაწერმა მთელი „ფეისბუქი“ შეძრა.
„ჩემი ბაბუა! მე-12 ბიჭი გაჩნდა ოჯახში. მის მშობლებს ისე უნდოდათ გოგო, რომ ვალოდია 16 წლამდე გრძელ თმაში და კაბაში იზრდებოდა.
ეს მისი ბოლო ფოტოა... ამის შემდეგ თმა შეიჭრა, წვერი გაიპარსა და ცოლი მოიყვანა'' - წერს ნანიკო ხაზარაძე.