
სკანდალებით ცნობილმა მერსი სულხანიშვილმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პრეზიდენტის ქალიშვილთან კუს ტბაზე გადაღებული ფოტოები გამოფინა.
„რეიტინგთან“ საუბარში მერსიმ ფოტოებსა და ანა მარგველაშვილთან ურთიერთობაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, ახალი სატელევიზიო სეზონისთვის ემზადება. თუმცა ჯერ არ ამხელს, რომელ არხზე ვიხილავთ.
„შესაძლოა, ვიყო „იმედზე“, „რუსთავი 2“-ზე ან „ჯიდიესზე“, ან ყველგან“ - განაცხადა მან.