
ამ ზაფხულს ნუკი კოშკელიშვილი ჯერ ავარიაში მოყვა, შემდეგ კი ფეხი მოიტეხა.
როგორც თავად ამბობს, თავდაპირველად ქალმა მძღოლმა დააზარალა. გზაჯვარედინიდან ამოვარდა მაღალი სიჩქარით და მის ავტომობილს შეასკდა.
მართალია, ამ ავარიიდან ჯანმრთელი „გამოძვრა“, მაგრამ მალევე ფეხი მოიტეხა და არა ავარიაში, არამედ ქვაფენილზე. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მიდიოდა, ფეხი უხერხულად გადაუტრიალდა და მოიტეხა.
„სარკესთან“ ინტერვიუში ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ ამჟამად მისთვის სიყვარულზე მეტად პრიორიტეტული კარიერაა.
„ბენი ამ ზაფხულს არ მინახავს. ჩემს პირადში საინტერესო არაფერი ხდება. ამ წელს ძალიან არასაინტერესო ვარ, ამიტომ გადავწყვიტე, პირადზე აღარ ვილაპარაკო.
მინდა, უფრო მეტად პროფესიას მივხედო და პირადი ცხოვრება ცოტა ხნით გვერდზე გადავდო. ჩემსა და ბენს შორის არაფერი მომხდარა, უბრალოდ მინდა, წელს უფრო კარიერულ წინსვლაზე ვიფიქრო და არა - სასიყვარულო ისტორიაზე.
მე ისევ ისე მიყვარს ბენი, მასაც თუ ასე ვუყვარვარ, ეს უკვე არ ვიცი. ახლა ცოტა „დაბრაკული“ ვარ ამ ფეხის გამო“, - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.