
მომღერლის თქმით, დღეს საქართველოში ბევრი ნიჭიერი მომღერალია, მონაწილეობენ შოუებში, სამი თვე არიან პოპულარული და მერე მათ ცხოვრებაში აღარაფერი ხდება.
„იყო მომენტები, როცა ჩემს პირადი ცხოვრების დეტალები უფრო გახმაურდა, ვიდრე მე მსურდა, მაგრამ გამორჩელად არ შევწუხებულვარ და არ მინანია.
პერიოდულად სულ ვრცელდება ჩემი პირადულიდან სიახლეები, არ მინდა მათი გახმაურება, რადგან ძალიან ჩემია, მაგრამ მაინც ვისმენ ათასგვარ ინტერპრეტაციას, ზოგჯერ კუდებიც ებმება, მაგრამ არასოდეს მიმიღია ისეთი სახე, რომ ამის გამო უბედური ვყოფილიყავი.
დღეს არის ბევრი შოუ, ნიჭიერი თაობა მონაწილეობს, ხდებიან პოპულარულები, მაგრამ ამას გაგრძელება არ მოჰყვება. სამი თვე პოპულარობის ზენიტში არიან, თაყვანისმცემლებს იძენენ, იბრძვიან, რომ ვიღაცამ გაიმარჯვოს და შემდეგ არაფერი ხდება.
პოპულარობის მოპოვება ადვილია, მერე გაგრძელებაა ძნელი. ვისაც ასაკი აქვს შესაბამისი, რომ საზღვარგარეთ გაემგზავროს, ასეც უნდა მოიქცეს და მერე მყარად დაუბრუნდეს თავის ქვეყანას“, - აცხადებს ვერიკო ტურაშვილი.
„რეიტინგი“