
ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა ინსტაგრამზე ატვირთა ფოტო, რომელზეც საუნაში ნახევრად შიშველ მდგომარეობაში რეპერ ჯიგანის გვერდით არის აღბეჭდილი.
როგორც ირკვევა, შარმ ელ შეიხში წვეულებაზე მიიწვიეს ვერა ბრეჟნევა, დიჯეი სმეში და ქსენია სობჩაკი.
რამდენიმე დღით ადრე მიღებული ტრავმის გამო ბრეჟნევამ წვეულებაზე წასვლა ვერ შეძლო და მის მაგივრად რეპერი ჯიგანი მიიწვიეს.
„ვერა ბრეჟნევა სცენიდან ჩამოვარდა, რაღაც მოიტეხა და ჩვენთან ერთად ვერ მოფრინავს. ის ჩაანაცვლა ჯიგანმა!“ - წერდა ქსენია.
დანიშნულების ადგილზე გამოცხადების პირველივე საღამოს ქსენია და ჯიგანი აბანოში წავიდნენ. ფოტოდან აშკარად ჩანს, რომ სობჩაკს სრულებით არ აწუხებს ის ფაქტი, რომ ჯიგანი დაოჯახებულია და ქალიშვილიც ყავს.
მან არც იმას მიაქცია ყურადღება, რა აზრის იქნებოდა მისი მეუღლე ამ ფოტოზე. „რადგან გუშინ ბრეჟნევა ვერ ჩამოვიდა, აბანოში რეპერ ჯიგანთან ერთად მომიწია წასვლა. ქმარი მაპატიებს!“ - მიაწერა ფოტოს სობჩაკმა.
სავარაუდოდ ქმარმა სობჩაკს პროვოკაციული ფოტო არ აპატია, რადგან ქსენიამ მალევე წაშალა ფოტო ინსტაგრამიდან.