
"ინტერპრესნიუსის" ცნობით, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე, იპოდრომთან ერთმანეთს "მაზდას", "ჰუნდაის" და "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
ავტოავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
თბილისის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა სააგენტოს ცნობით, სამივე ავტომობილი ძლიერად დაზიანდა, დაშავებული პირები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ავარიის გამომწვევი მიზეზები დგინდება.
„ინტერპრესნიუსი“