-
2014-07-04 02:03
ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC, სადაც ნათქვამია, რომ გიგი უგულავა - საქართველოში "ოპოზიციის მთავარი ლიდერი", აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა ის ავიარეისით უკრაინაში გამგზავრებას აპირებდა.
გამოცემა წერს, რომ გიგი უგულავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახლო თანამაებრძოლი და მოკავშირეა და რომ მას ბრალად უყენებენ მისი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში არსებულ დარღვევებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "ერთიანბმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და პარტიის ლიდერის დაკავება შეფასა, როგორც პოლიტიკური დევნა არჩევნების მეორე ტურის წინ.
მოყვანილია ასევე გიგი უგულავას სიტყვები, სადაც ის ამტკიცებდა, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდებოდა, თუმცა, როგორც სტატიის ავტორი წერს, შს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, გიგი უგულავა გაფრთხილებული იყო, რომ ქვეყანა არ უნდა დაეტოვებინა.
