
„X ფაქტორიდან” მებო ნუცუბიძის სკანდალურ წასვლისთან დაკავშირებით, პროექტის ხელმძღვანელებმა გაავრცელეს განცხადება, რომელიც მომღერლის დაჯარიმებას ეხება.
როგორც ირკვევა, მებო ნუცუბიძეს, პროექტის დატოვების გამო, კონტრაქტით ფულადი სანქციები ემუქრება.
„ნამდვილად სამწუხაროა მებოს გადაწყვეტილება. კონკურსანტები პროექტის განმავლობაში საკმაოდ დიდ სტრესს განიცდიან და ზოგი ამას ვერ უძლებს. ზოგადად, ასეთ შემთხვევებში, როდესაც კონკურსანტი მიდის პროექტიდან და ტოვებს მის მენტორს და კოლეგებს, იხდის კონტრაქტით გათვალისწინებულ ჯარიმას.
ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს იურისტებთან ერთად, რომ მოვნახოთ გზა, როგორ არ გადავახდევინოთ მებოს კონტრაქტით გათვალისწინებული ჯარიმა”, – ნათქვამია პროექტის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს მებო ნუცუბიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პროექტის დატოვების მიზეზებზე გულახდილად ისაუბრა.
http://kvira.ge/?p=62360