
„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ დამფუძნებელი გიორგი ონიანი სოციალურ ქსელში ეკა კვესიტაძის გადაცემას ეხმიანება და ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის დროინდელ შემთხვევას იხსენებს.
„არ შემეძლო არ დამეწერა, 2010 წელს დაგვიბარეს ყველა ხელმძღვანელი მინისტრთან - ვანო მერაბიშვილთან, შეიძლება ლექსო ჭიკაიძეს ახსოვდეს კიდეც, არავინ ვიცოდით, რა ხდებოდა.
შემოვიდა, მოგვესალმა, ხელში რაღაც ფურცლები ეჭირა და თქვა, რომ ეს იყო სტატისტიკის ამსახველი ფურცლები. განაგრძო, რომ საერთოდ არ იცოდა ამ სტატისტიკის კითხვა, მაგრამ თუ იძულებულს გავხდიდით, 15 წუთში შეეძლო ესწავლა, დაგვავალა, თავი დაგვენებებინა ამ სტატისტიკის დევნისათვის, დაგვეწყო ყველაფერზე გამოძიება რა განცხადებაც კი შემოვიდოდა და გვემუშავა გახსნაზე.
მკაცრად გაგვაფრთხილა, არ დაგვეწყო პროკურორებისთვის ხვეწნა-მუდარა საქმეების შეწყვეტაზე, იქვე დააყოლა, თუ არ შეწყვეტენ, ერთი .........ო.
აშკარად ნაწყენი იყო, როგორც მერე გავიგეთ, ერთ-ერთი განყოფილების უფროსს დანაშაული დაუმალია და პირად შეურაცხყოფად მიიღო ვანომ, აი, ამიტომ იყო მაგარი სისტემა და მაგარი მინისტრი!“ - წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გიორგი ონიანი.