
ავიაკომპნია „ლუფთჰანზას“ თვითმფრინავი „მიუნხენი – თბილისის“ რეისის შესრულებისას სტამბულის „ათათურქის აეროპორტში“ ავარიულად დაეშვა.
კომპანიის გერმანულ ოფისში აცხადებენ, რომ თვითმფრინავი მიუნხენიდან დათქმულ დროს გამოვიდა, მაგრამ ძრავს პრობლემები შეექმნა, რის გამოც ეკიპაჟის წევრებმა თურქეთში დაშვება გადაწყვიტეს.
„ჩვენ ვცადეთ მგზავრები დაგვერწმუნებინა სხვა თვითმფრინავით გაფრენილიყვნენ. თუმცა, მათ ეს არ ისურვეს“ – აცხადებენ კომპანიაში.
თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს 50-მდე მოქალაქეა.ისინი 5 საათის განმავლობაში ათათურქის აეროპორტში უყურადღებოდ იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის თურქეთში საქართველოს საკონსულოს დახმარებით, მგზავრები სასტუმროებში გადაანაწილეს.
„თითქმის საქართველოში ვიყავით ჩამოსულები, როცა სტამბულში დაგვაბრუნეს. თურქულ მხარეს თავიდან მოშორება უნდოდა და გვეუბნებოდნენ მიუნხენში დაბრუნდითო“, – განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.
http://kvira.ge/?p=56931