
პროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გუშინდელი ტური ანრი ჯოხაძისა და მისი სომეხი სტუმრის დუეტით დასრულდა.
ანრიმ და ევამ ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ პროექტში გაიცნეს, სადაც ევა კონკურსში ქართველი მომღერლის მეწყვილე იყო.
მაშინ ანრი ჯოხაძე აცხადებდა, რომ ევას ცოლად მოყვანასაც გეგმავდა. როგორც ვიდეოკადრებიდან გახდა ცნობილი, სამწლიანი განშორების შემდეგ ისინი ერთმანეთს ისევ შეხვდნენ.
წუხელ მოგვიანებით ანრიმ სოციალურ ქსელში ევასთან ერთად გადაღებული ვიდეო ატვირთა.