
დღეს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ნახევარფინალში პროექტი მიშა მესხმა დატოვა. მსახიობმა აუტსაიდერებში მისი გვარის გამოცხადების შემდეგ წამყვანებს მიკროფონი გამოართვა და სკანდალური განცხადება გააკეთა.
„დიდი ბოდიში ყველა იმ ადამიანს ვინც გვგულშემატკივრობდა, იმიტომ რომ დავიღალე ძალიან და თან კიდევ... აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგაზე დავუსვათ „ტოჩკა“, ყველანი ძალიან ღირსეულები არიან და ძალიან მიყვარხართ...
არ მინდა ეხლა სიაფანდი შედეგები, რად მინდა... მე არ მინდა ამით ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, არ მინდა ყველაფერი ვილაპარაკო, უბრალოდ არ მსიამოვნებს, არ მომწონს რაღაც რაღაცები.
აქედან გამომდინარე მინდა, რომ წავიდე. ღირსეულად მიდიანო წაგებულებიო და ღირსეული თამაში უნდა იყოს რომ წახვიდე ღირსეულად, კარგად იყავი გოჩა“ - მიმართა მან სავარაუდოდ გოჩა ჩერტკოევს, რომელიც იმ მომენტისთვის ჯიურის მაგიდასთან არ იჯდა.
რამ გააცხარა მიშა მესხი, ამ ეტაპზე უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მსახიობი ჩერტკოევის შენიშვნამ გაანაწყენა, რომელმაც მის მეწყვილეს, ჯულიანა ბარ-გნარს ჩაცმულობა დაუწუნა.