
მსოფლიოში ცნობილი გამოცემები სASSOCIATED PRESS, THE WASHINGTON POST და People თბილისის ზოოპარკში მცხოვრები მარტორქის, მანუელას შესახებ წერენ, რომელიც ვოლიერში ვირებთან ერთად ცხოვრობს.
თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურის ცნობით, მანუელას ვოლიერში „მშვიდი და სათნო ვირუკები“ მარტოობის გასაქარვებლად შეუსახლეს. მცდელობამ გაამართლა და კეთილმა ვირებმა დაქვრივებული მარტორქის დაწყნარება, დამშვიდება და გახალისება მოახერხეს.